28 ნოემბერს საერთო უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1-ელ წლის თავზე დაიგეგმა მასშტაბური აქცია-მსვლელობა, რომელსაც სხვადსხხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან - ოპოზიციონერთა შორის იქნებიან ხელისუფლების ის ოპონენტები, რომლებიც უკვე 29-ე დღეა, რაც პარლამენტთან პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებენ. 28 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობა თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან 19 საათზე დაიწყება და პარლამენტამდე გაგრძელდება. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მსვლელობები ასევე სხვა ადგილებზეც მოეწყობა.