26 ნოემბერს უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება - Palitra News

26 ნოემბერს უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება

2025-11-25 09:22:53+04:00

26 ნოემბერს უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება. მედიაში გავრცელებული ცნობიტ, როგორც ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, სხდომა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია. მაღალჩინოსანი ასევე აღნიშნავს, რომ სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. გასულ კვირას გავრცელდა აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ეხება. 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდნენ და გეგმის ახალი ვარიანტი წარადგინეს.