თეთრ სახლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არაა - Palitra News

თეთრ სახლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არაა

2025-11-25 09:22:18+04:00

თეთრ სახლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არაა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა თეთრი სახლის ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა დაგეგმილი არაა, თუმცა მოვლენები საკმაოდ სწრაფად იცვლება. რაც შეეხება ჟენევაში გამართულ შეხვედრას, ლევიტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა რამდენიმე უთანხმოება კვლავ არსებობს. მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ოპტიმისტურად არიან განწყობილები ჟენევაში მომხდარი მოვლენების მიმართ.