დარჩება თუ არა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - პარლამენტთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე? - თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სამი პროცესის შემდეგ გამოაცხადებს. დაკავებულ ახალგაზრდებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. დღევანდელ სხომაზე ბრალდების მხარე მუხლის დამძიმებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და დაკავებულთა უდანაშაულოდ აღიარებას მოითხოვს. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, რომელთაც მოქმედი ხელისუფლების პირობებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვთ.