უკვე 28 დღეა პარლამენტთან 6 ადამიანი შიმშილობს - მათ შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე. მისი ჯანმრთელობის მდგომაორეობა ბოლო საათებში დამძიმდა - ამის გამო მედიასთან კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო, თუმცა როგორც სხვა მოშიმშილეებმა განაცხადეს, სასწრაფო დახმარების ექიმებს ისინი აღარ ენდობიან. ამასთან ერთად აცხადებენ, რომ აპირებენ შეიქმნას ექიმების მორიგეობის ჯგუფი, რომელიც მათ ჯანმრთელობის მდგომაორეობას მუდმივად გააკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში პირველად დახმარებასაც გაუწევთ. ამისთვის პარლამენტთან შესაბამისი სამედიცინო კარავიც დაიდგა.