ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მიერ შემუშავებული 28 პუნქტიანი გეგმის პროექტის განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო განიხილეს. როგორც აღინიშნა, მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებაში ნატო-ს როლსა და ომის საბოლოოდ დამთავრებას კვლავ დრო სჭირდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ლიდერთა ნაწილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას უცხადებს. გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საფრანგეთი კი აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდედო წინადადებით გამოდიან