მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ დღეს სასამართლოში განიხილება. სარჩელით ამაღლობელის ადვოკატები პრემიერ-მინისტრისგან საჯაროდ მოითხოვენ მზია ამაღლობელის მისამართით გაკეთებული განცხადებების უარყოფას. მათი თქმით, განცხადებები არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, აძლიერებს საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს და სასამართლოზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნის. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავს. 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.