ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი პარლამენტთან შიმშილობას 28-ე დღეა განაგრძობენ. ადგილზე დღეს სამედიცინო დახმარების კარავი გაიხსნება, ასევე მოშიმშილეებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულებს. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, თავს სუსტად გრძნობენ. მათი სიტყვებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, რათა "ქართულმა ოცნებამ" დიქტატურის საბოლოოდ გაფორმება ვერ შეძლოს. მოშიმშილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროტესტის ასეთი ფორმა არ გაამართლებს და ოპონენტები ჩვეული ოპონირების ფორმებს უნდა დაუბრუნდნენ.