გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტის საწინააღმდეგო წინადადება მოამზადეს - Palitra News

გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტის საწინააღმდეგო წინადადება მოამზადეს

2025-11-24 09:19:26+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტის საწინააღმდეგო წინადადება მოამზადეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 800 000 ჯარისკაცამდე შეზღუდვას და მოლაპარაკებების შეხების ხაზიდან დაწყებას ითვალისწინებს. ევროპის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, ნატო თანახმაა, მშვიდობიან დროს უკრაინაში მისი მეთაურობის ქვეშ მუდმივად არ განათავსოს ჯარები; ნატო-ს გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან. აშშ-ის გარანტია უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნატო-ს მე-5 მუხლს ასახავს. რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, დოკუმენტის თანახმად, უკრაინა იღებს ვალდებულებას, რომ არ აღადგენს ოკუპირებულ სუვერენულ ტერიტორიას სამხედრო საშუალებებით. ტერიტორიული გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები კონტაქტის ხაზიდან დაიწყება.