28 ნოემბერს, პროტესტის 1 წლის თავზე, მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან - Palitra News

28 ნოემბერს, პროტესტის 1 წლის თავზე, მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან

2025-11-22 20:04:02+04:00

28 ნოემბერს, პროტესტის 1 წლის თავზე, მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან. პარლამენტის წინ, პროტესტს შეუერთდებიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიტიკოსები, ხელოვნებისა და მედია სფეროს წარმომადგენლებიც. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია ამ დღეს ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ პროტესტი არ შენელებულა და ბრძოლა გრძელდება. მსვლელობას არ უერთდება გახარია საქართველოსთვის გუნდი.