ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო, ჯერ გაფართოების ფორუმს მიღმა აღმოჩნდა, შემდეგ კი - ხელისუფლებასთან დაგეგმილი ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური შეხვედრა გაუქმდა. ბრიუსელისგან არაერთ უარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული ანგარიში მოჰყვა. მმართველი გუნდი თვლის, რომ ბრიუსელი ქართულ მხარესთან დიალოგს გაურბის, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას სიმართლის მოსმენა არ სურს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით არგუმენტები არ აქვს, რადგან მათი ნარატივები, როგორც განმარტავენ, დეზინფორმაციაზეა აგებული. ოპოზიციაში საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, ჩიხში შესული ურთიერთობები არ უკვირთ. მათი თქმით, ქვეყნის იზოლაციაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკაა. მაგდა ბლუაშვილმა მოისმინა შეფასებები. თემაზე სასაუბროდ ღია ეთერში სწორედ ის ისაუბრებს.