რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში

2025-11-22 20:02:27+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უკრაინა ორივე შემთხვევაში ცუდი არჩევანის წინაშე დგას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ქართული ოცნება ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა, რათა თავიდან აერიდებინათ ქვეყანაში მეორე ფრონტის სცენარი. უკრაინას და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ,,გისურვებთ ძალას და მშვიდობიან მომავალს ღირსებით, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემით“, - წერს ზურაბიშვილი.