ოფიციალური ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს - Palitra News

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

2025-11-22 20:01:40+04:00

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერებიც. დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ზელენსკი, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, აშშ-ის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანას ცდილობს. ცვლილებები 27 ნოემბრამდე უნდა მოესწროს - თარიღამდე, რომელიც დონალდ ტრამპმა, შეთანხმების მიღებისთვის ბოლო ვადად დაასახელა. Bloomberg-ის თქმით, ევროპელი ლიდერები ცდილობენ უკრაინისთვის დრო მოიგონ. ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ შეარბილონ აშშ-ის მიდგომა. მათი თქმით, ტრამპის გეგმა, თვეების განმავლობაში ევროკავშირის კონსოლიდაციისთვის გაწეულ ძალისხმევას, დარტყმას აყენებს.