ომის დასრულების საკითხებზე ოფიციალური კიევი კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ინიშნება დელეგაცია აშშ-სთან, უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. უკვე ცნობილია, რომ სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აშშ-ის წარმომადგენლებთან უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკება შვეიცარიაში გაიმართება. დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. „ღირსების დაკარგვა ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. – 21 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი საგანგებო ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ქვეყანა მძიმე ზამთრისა და მძიმე არჩევანის წინაშე დგას. უკრაინის პრეზიდენტი ხალხის მხარდაჭერის დადასტურებას ითხოვს. ევროპელი დიპლომატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გადაცემული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, უკრაინას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა - მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს დაექვემდებარება. 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინამ სამხედრო ძალების რაოდენობა უნდა შეზღუდოს უნდა ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას.