რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მიხეილ ზაქარეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მიხეილ ზაქარეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

2025-11-22 16:04:41+04:00

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მიხეილ ზაქარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომსამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ ზაქარეიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.