ევროკავშირის ლიდერები შაბათს, იოჰანესბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. „ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის. განვიხილეთ მიმდინარე ვითარება და ჩვენთვის ცხადია, რომ უკრაინაში არაფერი უნდა მოდეს უკრაინის გარეშე“, - განაცხადეს კოსტამ და ფონ დერ ლაიენმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში.