ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო, ჯერ გაფართოების ფორუმს მიღმა აღმოჩნდა, შემდეგ კი - ხელისუფლებასთან დაგეგმილი ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური შეხვედრა გაუქმდა. ბრიუსელისგან არაერთ უარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული ანგარიში მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან ქვეყნის სრული იზოლაცია, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია. მმართველი გუნდი თვლის, რომ ბრიუსელი ქართულ მხარესთან დიალოგს გაურბის, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას სიმართლის მოსმენა არ სურს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელში დეესკალაციის მომხრე უფრო მეტია, ვიდრე კონსტრუქციული საუბრის.