რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ორი მიმართულებით გამართეს. გუშინდელი მსვლელობა რამდენიმე ლოკაციით შემოიფარგლა. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია პროტესტი იყოს მშვიდობიანი და აქციის მონაწილეები პოლიციელებთან კონფრონტაციაში არ შევიდნენ. პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს მათი სურვილისამებრ გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც პროტესტი, შემდეგ კი საკრებულოსთან აქციის ერთი მონაწილის დაკავება მოჰყვა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა აქციის 3 მონაწილე დააკავეს.