მაია სანდუ - ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზეა დამოკიდებული - Palitra News

მაია სანდუ - ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზეა დამოკიდებული

2025-11-22 13:18:52+04:00

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.

„ევროპის სტაბილურობა დამოკიდებულია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზე“, - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორის ერთიანობა და მონდომება აუცილებელია მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.