უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უარყოფს, რომ შეერთებულ შტატებთან ახალი სამშვიდობო შეთანხმება შედგა - უმეროვი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მთავრობა პარტნიორების წინადადებებს ყურადღებით განიხილავს. უკრაინული მხარის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად მუშაობენ სამშვიდობო წინადადებებზე უცვლელი პრინციპების: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში. მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატო-ს. ამ საკითხს ოფიციალურ კრემლშიც გამოეხმაურნენ. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვისთვის ზელენსკის მიერ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების თანხმობის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ.