პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ახალი საარჩევნო კოდექსი, რომლითაც საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და მათ ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ ეს ცვლილება აუციელებლია გარე ჩარევებისგან თავის დასაცავად.
ამ კონტექსტში უმრავლესობის ლიდერები იხსენებენ გერმანის ხელისუფლების წარმომადგენელს, მიხაელ როთს, რომელიც უმრავლესობის ლიდერების მტკიცებით, საქართველოს საპარლამეტნო არჩევნების პერიოდში ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება- ზეწოლის პროცესში. კიდევ რა არგუმენტებს იშველიებს სამთავრობო გუნდი და როგორ აფასებენ ცვლილებებს ოპოზიციაში?