ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა სულ უფრო მეტად იძაბება. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევაში სდებს ბრალს, თავად „ქართულ ოცნება“ კი მიიჩნევენ, რომ ევროპულ ღირებულებებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელი ღალატობს. ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს დიალოგი უნდა შემდგარიყო, თუმცა დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე აღნიშნული შეხვედრა გადაიდო. „ქართულ ოცნებაში“ აცხდებენ, რომ ევროპელ ლიდერთა ნაწილი საქართველოს თავს უსაფუძვლოდ ესხმის და მითითებებით ესაუბრება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პირონებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. კიდევ როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები?