რუსტემ უმეროვი - ჩვენი პარტნიორების სამშვიდობო წინადადებებზე ვმუშაობთ უკრაინის უცვლელი პრინციპების: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში - ჯერ არ მიმიცია შეფასებები, მით უმეტეს, არ დამიმტკიცებია არცერთი პუნქტი - Palitra News

რუსტემ უმეროვი - ჩვენი პარტნიორების სამშვიდობო წინადადებებზე ვმუშაობთ უკრაინის უცვლელი პრინციპების: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში - ჯერ არ მიმიცია შეფასებები, მით უმეტეს, არ დამიმტკიცებია არცერთი პუნქტი

2025-11-21 15:36:38+04:00

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უარყოფს, რომ შეერთებულ შტატებთან ახალი სამშვიდობო შეთანხმება შეთანხმებულია და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში. უკრაინული მხარის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად მუშაობენ სამშვიდობო წინადადებებზე უცვლელი პრინციპების: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ - დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატო-ს. საკითხს ეხმაურება რუსული მხარეც. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვისთვის ზელენსკის მიერ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების თანხმობის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ.