ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დაკავებულ ქმარს და მამამთილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - Palitra News

ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დაკავებულ ქმარს და მამამთილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

2025-11-21 15:36:12+04:00

ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დაკავებულ ქმარს და მამამთილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. ის ასევე სხვადასხვა დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაზეც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. მეორე ბრალდებულმა კი, არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. თითოეულ ბრალდბულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.