ირაკლი ზარქუა 28 ნოემბრის აქციაზე - როდესაც შენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, ასრულებ უცხო ქვეყნის დაკვეთას, დაფინანსებული ხარ უცხო ქვეყნიდან, ისინი გმართავენ და ცალ ფეხზე დგახარ, ბუნებრივია, საზოგადოების მხარდაჭერა არ გექნება - Palitra News

ირაკლი ზარქუა 28 ნოემბრის აქციაზე - როდესაც შენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, ასრულებ უცხო ქვეყნის დაკვეთას, დაფინანსებული ხარ უცხო ქვეყნიდან, ისინი გმართავენ და ცალ ფეხზე დგახარ, ბუნებრივია, საზოგადოების მხარდაჭერა არ გექნება

2025-11-21 15:21:59+04:00

ზუსტად ერთ კვირაში, 28 ნოემბერს ოპოზიცია,სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მასშტაბური საპროტესგო აქციისთვის ემზადებიან. თარიღი სიმბოლურია. სწორედ 28 ნოემბერს, ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების შესახებ გამოაცხადა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად შორს დგას „ქართული ოცნების“ ინტერესები ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და საზოგადოენის ნებასთან. საპროტესტო მსვლელობა 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტამდრ გაიმართება. მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.