„გათვითცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მრავალი წყარო იყოს, რაც უცხოეთში ცხოვრების პირობებში ხანდახან პრაქტიკულად შეუძლებელია“ - ამ არგუმენტით ახსნა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, ახალი “საარჩევნო კოდექსის“ მიღების საჭიროება. "ქართული ოცნების" განმარტებით, სიახლე, რომლი თანახმადაც საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ, გარე ჩარევებისგან თავის დასაცავად აუციელებლია. ამ კონტექსტში უმრავლესობის ლიდერები ახსენებენ გერმანის ხელისუფლების წარმომადგენელს მიხაილ როთს, რომელიც უმრავლესობის ლიდერების მტკიცებით, საქართველოს საპარლამეტნო არჩევნების პერიოდში ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება-ზეწოლის პროცესში. კიდევ რა არგუმენტებს ასახელებს სახელისუფლებო გუნდი და როგორ აფასებენ ცვლილებებს ოპოზიციაში?