„რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“ - მედიის ცნობით, ჩამონათვალი დონალდ ტრამპის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ნაწილია. მათივე ინფორმაციით, გეგმა 28 პუნქტს შეიცავს. საუბარია, ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. Financial time-ს უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული საზოგადოება, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი შეთანხმების, რომელიც კაპიტულაციად ან მოსკოვისთვის უფრო მომგებიანად აღიქმება. რა პუნქტებს მოიცავს ტრამპის გეგმა და როგორია რუსეთისა და უკრაინის პოზიცია