აშშ-ში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული აგროკომპანია მონაწილეობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.
გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას.