პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს - როგორ აფასებენ ოპოზიციაში - Palitra News

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს - როგორ აფასებენ ოპოზიციაში

2025-11-21 09:16:25+04:00

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს - შეიქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი გერმანული მოდელის ანალოგია. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას ითვალისწინებს. კანონის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა.