28 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქცია და ოპოზიციის გეგმები - Palitra News

28 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქცია და ოპოზიციის გეგმები

2025-11-21 09:15:20+04:00

უწყვეტი პროტესტის ერთ წელს ოპოზიციური პარტიები განსხვავებული გეგმებით ხვდებიან. პარტია გახარია საქართველოსთვის გუნდი, რომელიც პარლამენტში განაგრძობს მუშაობას, 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ უერთდება. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები კი აცხადებენ, რომ უწყვეტი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სიმბოლოა. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიები დაგეგმილ დემონსტრაციას უერთდებიან და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. როგორც აღნიშნავენ, სიმბოლური თარიღის აღნიშვნისას ერთობას განსაკუთებული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ეს დღე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და დასავლური კურსისადმი ერთგულება გამოხატონ.