შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტროშოკური იარაღითა და გაზის აეროზოლით მივიდა - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტროშოკური იარაღითა და გაზის აეროზოლით მივიდა

2025-11-20 21:30:44+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტროშოკური იარაღითა და გაზის აეროზოლით მივიდა. დარახველიძემ ელექტროშოკური მოწყობილობის შემთხვევაში, ვიზუალური ახსნით სცადა კომიტეტის წევრებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება.დარახველიძემ, პირველი მოსმენით განხილვისთვის, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის გათვალისწინებით, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები იცვლება.როგორც შს მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ელექტროშოკური იარაღისა და ე.წ. წიწაკის სპრეის შეძენა ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვს შეუძლია და ამ მხრივ არანაირი კონტროლი არ მოქმედებს. მისი თქმით, არის რისკი, რომ მათ როგორც საკუთარი თავი, ასევე ერთმანეთი დააზიანონ. დარახველიძის ინფორმაციით, ამის თაობაზე შს სამინისტროს სკოლებისგან არაერთი შეტყობინება ჰქონია.