რატომ აკავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე მოქალაქეებს, როდესაც ისინი საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილდებიან - ამ კითხვის საპასუხოდ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ გუშინ მოქალაქეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. დარახველიძის ინფორმაციით, ყველა მასალას მტკიცებილების სახით სასამართლოში გადაგზავნიან და განიხილავენ. გუშინ შსს-ს თანამშრომლებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე 13 პირი დააკავეს.