PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ და გაატარონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - Palitra News

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ და გაატარონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

2025-11-20 21:21:58+04:00

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ და გაატარონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც უცხოური აგენტების კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული დარღვევების კანონის შესახებ გასცეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასეს მხრიდან სწორი, დროული და მაღალი დონის გზავნილი მიიღო. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პასეს დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ფორმალური იყო და ისინი წინასწარ დაწერილი დაკვნებით ხელმძღვანელობენ.