უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მმართველობით და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე - ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, კომენტარები საქართველოს შესახებაც გაკეთდა. ამას წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმება. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება ერთგვარი გზავნილია, რომ მეორე მხარე დიალოგს გაურბის და მხარს არა კონსტრუქციულ საუბარს, არამედ ესკალაციას უჭერს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, სახელისუფლებო გუნდი შეხვედრისთვის 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა და შეკითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზაობას ახლაც გამოთქვამს. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ქართული მხარე პოზიციების დაფიქსირებას წერილობით გეგმავს. რა განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე და როგორ აფასებენ ამ საკითხს პოლიტიკური მხარეები?