ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

2025-11-20 15:38:49+04:00

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის თანახმად, ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ისრაელმა საცხოვრებელი სახლი დაბომბა, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმებს ხან იუნისის აღმოსავლეთით. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში 19 ნოემბერს მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის სამიზნე ქალაქი ღაზა და ქალაქი ხან იუნისი იყო. ისრაელში განაცხადეს , რომ ეს იყო საპასუხო მოქმედება „ჰამასის“ თავდასხმაზე, რომლის წევრებმა ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის თავდასხმებს „ჰამასმა“ „სერიოზული ესკალაცია“ უწოდა.