ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებულ უახლეს მოვლენებს განიხილავენ. მინისტრები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბელარუსის ჰიბრიდულ თავდასხმებთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრებენ. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ხელმძღვანელობს.