ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - რა გეგმა აქვს ოპოზიციას - Palitra News

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - რა გეგმა აქვს ოპოზიციას

2025-11-20 15:30:57+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. თარიღი სიმბოლურია, ზუსტად რვა დღეში, ერთი წელი გავა მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აუციელებელია "ქართული ოცნების" პოლიტიკას ხისტი წინააღმდეგობა გაუწიონ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ 28 ნოემბერს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრობინონ და პარლამენტამდე მსვლელობას შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებიდან 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას გახარია საქართველოსთვის გუნდი არ უერთდება. როგორია დაანონსებული აქციის დღის წესრიგი?