გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ - Palitra News

გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

2025-11-20 15:30:34+04:00

გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. შეკრებილების მოთხოვნაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა მოეხსნას, რათა პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაცია შეძლოს. აღნიშნული მოთხოვნით უწყებაში განცხადებაც შეიტანეს. ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან.