მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ისევ რეკორდებს ხსნის, ანუ ისევ ისტორიულ მაქსიმუმზეა - Palitra News

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ისევ რეკორდებს ხსნის, ანუ ისევ ისტორიულ მაქსიმუმზეა

2025-11-20 14:11:20+04:00

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ისევ რეკორდებს ხსნის, ანუ ისევ ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ

ამ წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 3 მილიარდ 152 მილიონი დოლარის ღირებულების 192 451 ერთეული ავტომობილი შემოიყვანა, რაც 2009 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ავტომობილების იმპორტის კუთხით მთავარი სავაჭრო ბაზარი კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ამ პერიოდშ 1 მილიარდ 882 მილიონი დოლარის ავტომობილი შემოვიყვანეთ. მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე კი იაპონია.