თბილისში ბინები გაძვირდა - Palitra News

თბილისში ბინები გაძვირდა

2025-11-20 14:10:02+04:00

თბილისში ბინები ისევ გაძვირდა. გაზრდილია გაყიდვებიც. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევით, სექტემბერში დედაქალაქში 4 011 ბინა გაიყიდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე თვეში გაყიდვებმა 3 557 შეადგინა.

როგორც უკვე გითხარით, საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ბინების ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ წელს სექტემბერში საშუალოდ 1 345 დოლარი ღირდა, შარშან იმავე თვეში კი შეწონილი ფასი 1 303 დოლარი იყო.

ამავე მონაცემებით ვიგებთ, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვები, წლიურად 12.6%-ით გაიზარდა, მეორად ბაზარზე კი 12.9%-ით. რაც შეეხება ფასებს ძველ და ახალ პროექტებში. თუ ამ კატეგორიის მიხედვით დავყოფთ, 2025 წლის სექტემბერში პირველად ბაზარზე 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 345 დოლარი იყო. ამავე პერიოდში მეორად ბაზარზე ძველ პროექტებში 1 კვ.მ 1 163 დოლარი ღირდა, ხოლო მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი 1 310 დოლარი იყო.