პოლონეთში, რკინიგზაზე განხორციელებულ დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს - Palitra News

პოლონეთში, რკინიგზაზე განხორციელებულ დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს

2025-11-20 12:27:25+04:00

პოლონეთის უშიშროების სამსახურის მინისტრის პრესსპიკერმა, იაცეკ დობრჟინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში, რკინიგზაზე განხორციელებულ დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს. მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს. ასევე, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიური არ იქნება.