„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. როგორც მედია იუწყება, გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შედეგად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. როგორც „ენბისი ნიუსს“ განუცხადეს, გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.