დონალდ ტრამპი - ხელი მოვაწერე კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ხელი მოვაწერე კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ

2025-11-20 09:26:35+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა ფაილის გამოქვეყნებას ითვალისწინებს. კანონპროექტი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს ეპშტეინის საქმეზე მიმდინარე გამოძიებიდან ყველა ინფორმაცია. ტრამპის მხარდაჭერით, კანონპროექტი გუშინ კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა. ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა.