უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წინადადებები რუსეთის ომის დასასრულებლად უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიისა და იარაღის ნაწილის დათმობას მოიცავს. როგორც მედია იუწყება, აშშ-მა უკრაინის პრეზიდენტს, აცნობა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს აშშ-ის მიერ შემუშავებული ჩარჩო დოკუმენტი რუსეთთან ომის დასასრულებლად, რომელიც კიევის მხრიდან ტერიტორიებისა და გარკვეული იარაღის დათმობას მოიცავს. მათივე თქმით, წინადადებები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც მოიცავს. ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.ზელენსკის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.