PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ - Palitra News

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ

2025-11-20 09:24:37+04:00

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10-12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სრულად გაატარონ უცხოური აგენტების კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული დარღვევების კანონთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ხელისუფლების ოპონენტებს მმართველი გუნდისგან რეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ აქვთ. როგორც აღნიშნავენ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა ქართული ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია.