ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სტატუსის მიუხედავად, საქმე ყველასთვის ერთი და იგივე წესით განიხილება. პატიმარ ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ გუშინ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.