ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ბრიუსელი ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციების მოსასმენად მზად არ არის. დიალოგის გადადების ერთ-ერთ მიზეზად, ქართული ოცნების მხრიდან, დელეგაციაში სანქცირებული პირის, კერძოდ, ალექსანდრე დარახველიძის ჩასმა დასახელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული არ არის, ამიტომ მოსაზრება რეალობას მოკლებულია. დიალოგზე უარს, წინ გაფართოების ფორუმი უძღოდა, რომელზეც საქართველო მიწვეული არ ყოფილა. ევროკომისრების თქმით, გაფართოების პროცესში დაბრუნება შესაძლებელია, თუკი ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება. როგორ აფასებენ პოლიტიკური მხარეები ბრიუსელისგან დიალოგზე უარს?!