ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ადვოკატის განცხადებით ქართული სასამართლოს პროცედურულ სამართლიანობის პირობებში მზია ამაღლობელი და სხვა უკანონოდ მსჯავრდებულები , მართლმსაჯულებას ეძებენ. პატიმარ ჟურნალისტს მხარდსაჭერას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ,რომ სააპელაციო სასამართლომ გუშინ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.