რატომ გადაიდო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა - Palitra News

რატომ გადაიდო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა

2025-11-19 15:45:53+04:00

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გადაიდო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები. "ქართული ოცნების" წევრებს აქვთ ეჭვი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და შეხვედრა სრულიად მიუღებელი, გაუმართლებელი საბაბით გადადო. ევროკავშირთან დიალოგის შეხვედრის გადადება არ უკვირთ ოპოზიციაში. მათი თქმით, საქართველო გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი არ არის, რაც "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია.