ევროკავშირის გაფართოების ფორუმმა საქართველოს გარეშე ჩაიარა - რა საკითხები იქნა განხილული ფორუმზე და რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკავშირის გაფართოების ფორუმმა საქართველოს გარეშე ჩაიარა - რა საკითხები იქნა განხილული ფორუმზე და რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-19 15:39:12+04:00

„საქართველო უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს“ - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მზავნილი, რომელიც გუშინ ბრიუსელში მიმდინარე გაფართოების ფორუმზე, ევროკომისრებმა ჩვენი ქვეყნის მისამართით გააჟღერეს. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ საქათველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს თუკი ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. ცვლილებებში, როგორც მათი განცხადებებიდან ირკვევა, გულისხმობენ ახალი არჩევნების ჩატარებას, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, ეფექტურ ბრძოლას კორუფციის მიმართულებით და ადამიანის უფლებათა დაცვას. "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკა მიუღებელია, ამბობენ, რომ ბრიუსელი თავს ესხმის ქართულ მხარეს და კონფრონტაციის გზას ირჩევს.